|
2020-05-27 17:58:18, 1258 ნახვა
კომენტარი
პრემიერი სამადაშვილს - მრჩება შთაბეჭდილება, რომ საერთაშორისო პარტნიორების თარგმნის ექსკლუზიური უფლება მოიპოვეთ
მრჩება შთაბეჭდილება, რომ საერთაშორისო პარტნიორების თარგმნის ექსკლუზიური უფლება მოიპოვეთ, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გახარიამ პარლამენტში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის: თავმჯდომარის მოადგილის, სალომე სამადაშვილის შეკითხვას. როგორც მან აღნიშნა, სტრატეგიული პარტნიორები პირველ რიგში საქართველოს მეგობრები არიან და არა „ნაციონალური მოძრაობის“. „ქალბატონო სალომე, მე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ თქვენ, ამ ბოლო დროს, მოიპოვეთ ექსკლუზიური უფლება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თარგმნის. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ასეთი ექსკლუზიური უფლება თქვენ არა გაქვთ. ჩვენ და პირადად მეც, უფრო მჭიდრო ურთიერთობა მაქვს მათთან. იმ ყველაფერთან ერთად, გვარებს რომ ჩამოთვლით ხოლმე, თუ ობიექტურად შევაფასებთ ყველაფერს დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ჩემზე უკეთესად იცით, რომ ეს ადამიანები პირველ რიგში, საქართველოს მეგობრები არიან და არა „ნაციონალური მოძრაობის“. შესაბამისად, სწორედ ეს ადამიანები იქნებიან ისინი, რომლებიც აქამდე ობიექტურად აფასებდნენ და მომავალშიც ობიექტურად შეაფასებენ კონკრეტულად 8 მარტის შეთანხმებასაც. სულ მალე მოვა საკონსტიტუციო ცვლილებების დრო და იქაც ვნახავთ და აშკარად გამოჩნდება, ვინ როგორ პოზიციას დაიჭერს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)