|
2020-05-27 17:46:28, 1296 ნახვა
კომენტარი
სერგი კაპანაძე - რადგან რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობა დრამატულად გაიზარდა, მტრების ძებნა დაიწყეს
რადგან რუსეთში კორონავირუსით დაავადებული ადამიანების რაოდენობა დრამატულად გაიზარდა, ახლა დაიწყეს მტრების ძებნა, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წევრი სერგი კაპანაძე რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას, რომლითაც ლუგარის ლაბორატორიაში რუსი ექსპერტების დაშვებას ითხოვს. დეპუტატის განცხადებით, რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ყველანი კარგად არიან ინფორმირებულნი იმაზე, რაც რეალურად ხდება ლუგარში. „ეს არის კლასიკური, მავნებლური კრემლის პროპაგანდა, რომლებმაც, როგორც ჩანს, რადგან ახლა კორონავირუსით დაავადებული ადამიანების რაოდენობა დრამატულად გაიზარდა და ჩვენ ვხედავთ, რომ ვერ ართმევს თავს რუსეთის სახელმწიფო, მათ შორის, იმის გამოც, რომ მალავდა. ახლა, როგორც ჩანს, დაიწყეს მტრების ძებნა. ჩვენ ბევრჯერ მიგვიღია სტუმრები რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან და ისინი ყველანი კარგად არიან ინფორმირებული იმაზე, რეალურად რა ხდება ლუგარში,"- განაცხადა სერგი კაპანაძემ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)