16:27 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-27 13:25:03, 1293 ნახვა

საზოგადოება
შესაძლოა, მიკროავტობუსების შემთხვევაში ფეხზე დგომა არ იყოს დაშვებული

შესაძლოა, მიკროავტობუსების შემთხვევაში  ფეხზე დგომა არ დავუშვათ, - ამის შესახებ ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის სრული გახსნა არ მოხდება.

„შეიძლება მოგვიწიოს რაოდენობრივი კონტროლის დაცვა, რათა არ მოხდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადავსება. მაგალითად, მიკროავტობუსების შემთხვევაში  ფეხზე დგომა რომ არ დავუშვათ, სხვა შემთხვევაში ისევ მძიმე სურათი რომ არ მივიღოთ. ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ როგორც იანვარში იყო, სრული გახსნა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნამდვილად არ მოხდება. თუმცა, ტრანსპორტი იმოძრავებს. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიწოდება რაოდენობრივად და რეჟიმები იქნება იგივე. ჩვენი მთლიანი ავტოპარკი გავა სერვისში და მოემსახურება მოქალაქეებს. თუ ამან განაპირობა გარკვეული შეზღუდვა და ვიღაც ვერ გადაადგილდა, ეს, რა თქმა უნდა, მისთვის დისკომფორტია, თუმცა, ისევ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ყველაფერი ხდება ჩვენივე მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დუროვმა რუსეთში ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალს ფოტოთი უპასუხა
ბერძენიშვილი: საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს არ აქვთ უფლება, სოციალურ მედიაში საკუთარი აზრი გამოხატონ
მიხეილ სააკაშვილი: ოპოზიციის ნაწილი ცდილობს ივანიშვილის ფულს შეუერთდეს
თინათინ ბერძენიშვილი ხელახლა აირჩიეს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics