|
2020-05-26 19:38:46, 1184 ნახვა
საზოგადოება
მეუფე შიო - ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი დაპყრობილია, ღმერთმა ინებოს, მოვესწროთ სრულ თავისუფლებას და გამთლიანებას
ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი დაპყრობილია, ღმერთმა ინებოს, მოვესწროთ სრულ თავისუფლებას და გამთლიანებას, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ ქაშვეთის ტაძარში განაცხადა, სადაც დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით პარაკლისი აღევლინა. მიტროპოლიტმა შიომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეზე, ასევე დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ცნებებზე ისაუბრა. „დღეს არის დიდი დღე ჩვენი ერის ცხოვრებაში. ეს არის დამოუკიდებლობის გამოცხადების დღე. ჩვენ დღეს ვატარებთ პარაკლისს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა კურთხევას და მოლოცვას. ვიხსენებთ წინაპრებსა და იმ ადამიანებს, რომლებმაც თავი დადოეს ჩვენი დამოუკიდებლობისთვის, ვინც იღვაწა, ვისი დამსახურებითაც მოხდა დამოუკიდებლობის გამოცხადება. ასევე ვფიქრობთ, საერთოდ რა არის დამოუკიდებლობა, თავისუფლება. შეიძლება, გქონდეს გარეგნული თავისუფლება, მაგრამ არ იცოდე, რისთვის არის ეს და ვერ გამოიყენო სათანადოდ. თავისუფლება და დამოუკიდებლობა არის დიდი ნიჭი და ტალანტი ღვთისგან მოცემული. პირველ რიგში თავისუფლება არის საშუალება, რომ ადამიანმა დამოუკიდებლად ან სხვებთან ერთად შეძლოს ღმერთის მსახურება და ღმერთის საქმის აღსრულება დედამიწაზე. იმისთვის არსებობს გარეგნული თავისუფლება, რომ მიაღწიოს შინაგან თავისუფლებას. ეს ერთმანეთში გადაჯაჭვულია. გარეგნული თავისუფლების გარეშე სულიერად კვდება ადამიანი, ჭკნება. ჯერ კიდევ ძველი ბერძენი მოაზროვნეები წერდნენ, როდესაც მონობაში ამყოფებ ადამიანს, ნახევარ კაცად აქცევ მას. თავისუფლებით ადამიანი მთლიანდება სულიერად. მერე მხრივ, თავისუფლებაც შეიძლება დაიკარგოს, თუ ადამიანმა არასწორად გამოიყენა და ვერ განახორციელა სულიერი ამოცანები. ამიტომ, ჩვენ ორივეზე ვფიქრობთ. ვევედრებით უფალს, ჩვენი ერისთვის, ჩვენი ერის მომავლისთვის, ვიხსენებთ წარსულსაც, ვიხსენებთ, რომ ჩვენი წინაპრები, ჩვენი წმინდანები ამ ორივე დიდი ღირებულებისთვის დებდნენ თავს, როგორც გარეგნული, პოლიტიკური თავისუფლებისთვის, ასევე შინაგანი თავისუფლებისთვის. მთავარი მიზანი იყო მსახურება ჩვენი იესო ქრისტესი, მისი მცნებების და ეკლესიის შენახვა“, – განაცხადა მეუფე შიომ. მისივე თქმით, ყველა ქართველის ტკივილია, რომ დღეს საქართველოს ტერიტორიები დაპყრობილია. „ღმერთმა დალოცოს ჩვენი ქვეყანა და ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენ მოვესწროთ ჩვენს სრულ თავისუფლებას და გამთლიანებას. დღეს სამწუხაროდ 20 პროცენტი ჩვენი ქვეყნის დაპყრობილია. ეს ალბათ ყველა ქართველი პატრიოტისთვის უპირველესი სატკივარია ჩვენს მიწიერ ცხოვრებაში, რაც კი შეიძლება ადამიანს ჰქონდეს. უფალმა ინებოს, რომ ჩვენ ყველანი მოვესწროთ ჩვენი ერის გამთლიანებას და ჭეშმარიტ თავისუფლებას, როგორც გარეგნულ, ისე შინაგან თავისუფლებას", - განაცხადა მეუფე შიომ.
ბოჭორიშვილი: ნაურუს მიერ მიღებული გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ, საქართველოს არაღიარების პოლიტიკის მნიშვნელოვანი გამარჯვებაა
საქართველოს ბანკის ფინანსური განათლების ეკოსისტემა - ინიციატივა, რომელიც ფინანსურ განათლებას ყველა თაობისთვის ხელმისაწვდომს ხდის
დუროვმა რუსეთში ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალს ფოტოთი უპასუხა
ბერძენიშვილი: საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს არ აქვთ უფლება, სოციალურ მედიაში საკუთარი აზრი გამოხატონ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)