17:39 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-26 18:47:50, 1274 ნახვა

საზოგადოება
ვლადიმერ ზელენსკი - მჯერა საქართველოსა და უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობის სიმყარის, ჩვენი ხალხების სიბრძნის

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და ქართველ ხალხს მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს.

„თქვენო აღმატებულებავ! მიიღეთ ჩემი გულწრფელი მოლოცვა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.

დიდად ვაფასებ რა ათასწლოვან ისტორიულ კავშირებსა და ამჟამინდელ მჭიდრო ურთიერთობებს ჩვენს სახელმწიფოებს შორის, მინდა განვაახლო საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მყარი მხარდაჭერა. ასევე, თქვენს ქვეყანას ვუსურვო წარმატებული სვლა ევროკავშირსა და ნატო-ში სანუკვარი წევრობისაკენ.

დარწმუნებული ვარ, რომ საკუთარი თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის ამჟამინდელ რთულ პერიოდში საქართველომ და უკრაინამ უნდა განაგრძონ სოლიდარობისა და ურთიერთმხარდაჭერის დემონსტრირება.

მე მჯერა საქართველოსა და უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობის სიმყარისა და ჩვენი ხალხების სიბრძნისა.

თქვენო აღმატებულებავ, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გისურვოთ ყოველგვარი წარმატებები თქვენს საპასუხისმგებლო საქმიანობაში საქართველოს საკეთილდღეოდ, ხოლო მეგობრულ ქართველ ხალხს – მშვიდობა და კეთილდღეობა“, – აღნიშნულია ვლადიმირ ზელენსკის მისალოც წერილში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: ნაურუს მიერ მიღებული გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ, საქართველოს არაღიარების პოლიტიკის მნიშვნელოვანი გამარჯვებაა
საქართველოს ბანკის ფინანსური განათლების ეკოსისტემა - ინიციატივა, რომელიც ფინანსურ განათლებას ყველა თაობისთვის ხელმისაწვდომს ხდის
დუროვმა რუსეთში ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალს ფოტოთი უპასუხა
ბერძენიშვილი: საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს არ აქვთ უფლება, სოციალურ მედიაში საკუთარი აზრი გამოხატონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics