|
2020-05-26 18:20:35, 1235 ნახვა
კომენტარი
იტალიის პრეზიდენტი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტსა და ქართველ ხალხს იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტი სერჯო მატარელა დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „პირადად ჩემი და იტალიელი ხალხის სახელით, მეძლევა სასიამოვნო შესაძლებლობა, გულითადად მოგილოცოთ თქვენ და საქართველოს მოქალაქეებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. როგორც ჩვენი ბოლოდროინდელი სატელეფონო საუბრისას აღვნიშნეთ, თბილისსა და რომს შორის არსებული მყარი მეგობრობა და ის მჭიდრო ურთიერთკავშირები, რომლებიც ქართველ და იტალიელ ხალხს აერთიანებს, საფუძვლად უდევს ჩვენს ქვეყნებს შორის განსაკუთრებულად დინამიკურ ურთიერთობებს. სამომავლოდ ასეთივე ურთიერთობები უნდა ჩამოყალიბდეს საქართველოსა და ევროკავშირს შორისაც. ამასთან დაკავშირებით, მსურს იმედი გამოვთქვა, რომ გაერთიანებული ძალისხმევითა და სოლიდარობით საერთაშორისო საზოგადოება შეძლებს შექმნილი სამედიცინო საგანგებო მდგომარეობის დაძლევასა და მისგან გამომდინარე გამოწვევებთან გამკლავებას, როგორც სოციალურ, ასევე ეკონომიკურ დონეზე. ქალბატონო პრეზიდენტო, მიიღეთ ჩემი გულწრფელი მილოცვა და თქვენ პირადად და მეგობარ ქართველ ხალხს წინსვლას და კეთილდღეობას გისურვებთ“, - აღნიშნულია იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის მისალოც წერილში.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)