17:39 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-26 11:36:32, 1212 ნახვა

საზოგადოება
პრემიერი - თითოეულ საქართველოს მოქალაქეს, აფხაზ და ოს ძმებს ვულოცავ 26 მაისს, ჩვენ ერთად შევძლებთ წარმატებული სახელმწიფოს შექმნას

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

ვაზიანის სამხედრო ბაზიდან სიტყვით გამოსვლისას, პრემიერმა 26 მაისი მიულოცა ქართველ ჯარისკაცებს, რომლებიც დღეს საქართველოს სამშვიდობო მისიებში ასახელებენ.

„უდიდესი პატივია გვქონდეს საშუალება ჩვენს მოქალაქეებს დღეს აქედან მივულოცოთ 26 მაისი. 102 წლის წინ ეროვნულმა საბჭომ მიიღო დამოუკიდებლობის აქტი და ამ ნაბიჯით გადადგაუმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის. საქართველოს ისტორიაში ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი დღე და მაშინ, სწორედ 26 მაისს პირველმა რესპუბლიკამ განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის შემდგომი ორიენტაცია. თითოეულ ქართველს, თითოეულ საქართველოს მოქალაქეს, საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თითოეულ თანამოქალაქეს, ჩვენ აფხაზ და ოს ძმებს მინდა მივულოცო 26 მაისი უდიდესი რწმენით, რომ ჩვენ ერთად შევძლებთ ჩვენი ქვეყნის მშენებლობას, წარმატებული სახელმწიფოს შექმნას. მინდა მივულოცო განსაკუთრებით თითოეულ ჯარისკაცს, რომლებიც დღეს სამშვიდობო მისიებში ასახელებს ქვეყანას. რომელიც იცავს გლობალურ უსაფრთხოებას და ამით უდიდესი წვლილი შეაქვს თავის სამშობლოს შემდგომ განვითარებასა და უსაფრხოებაში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: ნაურუს მიერ მიღებული გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ, საქართველოს არაღიარების პოლიტიკის მნიშვნელოვანი გამარჯვებაა
საქართველოს ბანკის ფინანსური განათლების ეკოსისტემა - ინიციატივა, რომელიც ფინანსურ განათლებას ყველა თაობისთვის ხელმისაწვდომს ხდის
დუროვმა რუსეთში ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალს ფოტოთი უპასუხა
ბერძენიშვილი: საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს არ აქვთ უფლება, სოციალურ მედიაში საკუთარი აზრი გამოხატონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics