|
2020-05-25 18:28:11, 1117 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მენეჯმენტს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მენეჯმენტთან შეხვედრა გამართა. სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს დისტანციური სწავლების მიმდინარეობა და ხარისხი, ისაუბრეს პანდემიის პერიოდში არსებულ გამოწვევებზე. აღსანიშნავია, რომ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტები მუშაობდნენ კოვიდინფიცირებულ პაციენტებთან. თორნიკე რიჟვაძის გადაწყვეტილებით აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, აკადემიური წრეების ჩართულობთ შეიქმნა სამუშაო ჯგუფი და ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო აღჭურვის პარალელურად მომზადდება, როგორც საუნივერსიტეტო კლინიკა. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა აჭარის მთავრობის ხელშეწყობით არაერთი მნიშვნელოვანი ინფრტასტრუქტურული პროექტი განახორციელა - გაიხსნა ევროპული სტანდარტების, 200 სტუდენტზე გათვლილი ახალი საცხოვრებელი, ექსპლუატაციაში შევიდა თანამედროვე ციფრული ტექნიკით აღჭურვილი სინქრონული თარგმანის ლაბორატორია, აშენდა ფიტოპათოლოგიის და ბიომრავალფეროვნების კვევითი ინსტიტუტი. თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია შენარჩუნდეს საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურული პროექტების დინამიკა და საუნივესიტეტო ცხოვრებაში არ უნდა შეიქმნას შეფერხებები. შეხვედრას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი და უნივერსიტეტის რექტორი ესწრებოდნენ. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეპიდემიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით წარმატებით მიმდინარეობს ელექტრონული სწავლება, მოქმედებს ელექტრონული პლატფორმა. მნიშვნელოვანია, რომ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის არცერთ სტუდენტს პანდემიის პერიოდში გადაუხდელობის გამო, არ შეჩერებია სტუდენტის სტატუსი.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)