|
2020-05-25 17:48:26, 1395 ნახვა
კომენტარი
ადვოკატი - თუ ბასილაშვილის კარიერას დისკომფორტი შეექმნა ერთადერთი, ვისკენაც შეუძლია ხელი გაიშვიროს, არის საკუთარი თავი
„ვწუხვართ, მაგრამ თუ მის კარიერას, თუ მის დღევანდელ მდგომარეობას რაიმე დისკომფორტი შეექმნა ერთადერთი ვისკენაც მას ხელი შეუძლია გაიშვიროს არის საკუთარი თავი“, - ამის შესახებ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის ადვოკატმა, ანა აბაშიძემ განაცხადა. მისი თქმით, თუ კარიერაში წარმატებულმა ადამიანმა ვინმეზე იძალადა, მისი წარმატებულობის გამო ამაზე თვალი არ უნდა დავხუჭოთ. „ნიკოლოზ ბასილაშივლი ნამდვილად არის სპორტულ სამყაროში ბევრი ადამიანისთვის დასაფასებელი ადამიანი, მაგრამ ეს არც ერთ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ წარმატებული ადამიანი კონკრეტულ სფეროში, ან კონკრეტული მიმართულებით უნდა ძალადობდეს ვინმეზე და მარტო იმის გამო, რომ უდავოდ წარმატებული ადამიანია, ჩვენ უნდა გავჩუმდეთ, ეს დაუშვებელია. ეს არ ნიშნავს არც სამართლებრივ სახელმწიფოს და არც განვითარებულ საზოგადოებას, რომელიც ხშირად მოუწოდებს ქალს, რომ მოითმინოს ძალადობა მარტო იმიტომ, რომ ადამიანი, რომელზეც ვსაუბრობთ, წარმატებულია და სახელმწიფოს წარმოადგენს. ვწუხვართ, მაგრამ თუ მის კარიერას, თუ მის დღევანდელ მდგომარეობას რაიმე დისკომფორტი შეექმნა ერთადერთი ვისკენაც მას ხელი შეუძლია გაიშვიროს არის საკუთარი თავი", - განაცხადა ადვოკატმა. შეგახსენებთ, რომ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს ყოფილ მეუღლეზე ძალადობაში ედება ბრალი.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)