|
2020-05-25 13:38:00, 1099 ნახვა
კომენტარი
კილაძე ნიკოლოზ ბასილაშვილთან დაკავშირებით საზოგადოებას მოუწოდებს, ზედმეტი აჟიტირებისგან თავი შეიკავონ
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე გამოეხმაურა ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილსა და მისი ყოფილი ცოლის, ნელი დოროყაშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებს. მან საზოგადოებას მოუწოდა, რომ ზედმეტი აჟიტირებისგან თავი შეიკავონ. მისი თქმით, ზემოთ აღნიშნულ პირებს ჰყავთ მცირეწლოვანი შვილი, რომელმაც შესაძლოა მომავალში ინტერნეტში წაიკითხოს განვითარებულ მოვლენებზე ინფორმაციას და ამან შესაძლოა ბავშვის მომავალს გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს. „საზოგადოებრივი დისკუსიების და ბევრი ლანძღვის ფონზე, მგონია, რომ ყველაზე მთავარი გამორჩა ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილს - ეს არის ის მცირეწლოვანი ბავშვი, რომელიც ჩართულია ამ თემაში. მგონია, რომ ეს ყველაფერი რჩება ინტერნეტსივრცეში და როცა ბავშვი გაიზრდება, გარკვეულ ასაკს მიაღწევს, დიდი ალბათობით მას მოუწევს ამ ყველაფრის წაკითხვა, რამაც შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ამ ბავშვის მომავალს. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, რომ თავი შევიკავოთ ამ ყველაფერზე ზედმეტად აჟიტირებისგან. რა თქმა უნდა, ქალთა მიმართ ძალადობა და ზოგადად, ძალადობა ჩვენს რეალობაში რომ სერიოზული პრობლემაა, ამაზე, მე მგონი, საზოგადოების დიდი ნაწილი ვთანხმდებით“, - განაცხადა სოფო კილაძემ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)