|
2020-05-25 09:53:23, 1275 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს ელჩი, რომელიც უკრაინიდან კონსულტაციებისთვის გამოიწვიეს, საგარეო უწყებაში დღეს არის დაბარებული
საქართველოს ელჩი უკრაინაში თეიმურაზ შარაშენიძე, რომელიც უკრაინიდან კონსულტაციებისთვის გამოიწვიეს, საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს არის დაბარებული. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა 22 მაისს პრესკონფერენციაზე განაცხადა, უკრაინასთან სტრატეგიული ურთიერთობა გადახედვას არ ექვემდებარება, თუმცა აღნიშნულმა სიტუაციამ ორმხრივ ურთიერთობებში სერიოზული პრობლემები შექმნა. „უკრაინაში საქართველოს ელჩი უკვე ჩამოვიდა, ორკვირიანი კარანტინი უსრულდება ორშაბათს და არის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებული. ჩვენ გავივლით ყველა დეტალს, მათ შორის ყველა ძირითად საკითხზე რაც არის დაკავშირებული არსებულ სიტუაციასთან და ჩვენს ურთიერთობებთან სტრატეგიულ პარტნიორ უკრაინასთან მიმართებაში“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელად დაინიშნა. საპასუხოდ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინაში საქართველოს ელჩი გამოიძახა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)