|
2020-05-23 22:38:45, 1237 ნახვა
რეგიონი
შუახევში, სასურსათო კალათების დარიგების მეორე ეტაპი დაიწყო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ინიციატივითა და მხარდაჭერით, შუახევის მუნიციპალიტეტში დაიწყო მოწყვლად ჯგუფებზე სოციალური დახმარების, სასურსათო კალათების გადაცემის მეორე ეტაპი. დარიგების პროცესში მოხალისეებთან ერთად, შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მაია ხაჯიშვილი მონაწილეობდნენ. აუცილებელი საჭიროების პროდუქტები აჭარის რეგიონში მცხოვრები 20 ათასი ოჯახისთვის მომზადდა. სურსათო კალათას ამ ეტაპზე მიიღებენ: სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 100 000-ზე ნაკლები ან ტოლი სარეიტინგო ქულით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, მარტოხელა პენსიონერი, სარეცელს მიჯაჭვული მოქალაქე, მარტოხელა მშობელი, მარჩენალდაკარგული, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 200 000-ზე ნაკლები ან ტოლი სარეიტინგო ქულის მქონე ვეტერანი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანი, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 200 000-ზე ნაკლები ან ტოლი სარეიტინგო ქულის მქონე მრავალშვილიანი ოჯახი. შუახევში, სასურსათო კალათას ასეთი კატეგორიის 2 285 ოჯახი მიიღებს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)