|
2020-05-22 17:45:10, 1109 ნახვა
რეგიონი
კასპში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
სოფელ აღაიანში საბავშო ბაღის სარეაბილიტაციო და ცენტრალური გათბობის სამუშაოების მიმდინარეობა კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა თამაზ ტატანაშვილმა, მისმა მოადგილემ ზაზა მარიდაშვილმა და კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოში აღაიანის მაჟორიტარმა დეპუტატმა ქიტესა ხოდელმა ადგილზე მოინახულეს. მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულმა შპს „მშენკომპლექსმა“ სამუშაოები შენობის დაზიანებული ადგილების დემონტაჟით დაიწყო. ამჟამად შენობის სახურავის შეცვლა მიმდინარეობს. პროექტით შენობა თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით იქნება აღდგენილი და აღსაზრდელები დღის განმავლობაში კომფორტულ პირობებში იქნებიან. „სოფელში საბავშო ბაღი რამოდენიმე წელი არ ფუნქციონირებდა. შენობის ნაწილი 6 წლის წინ შეკეთდა და მხოლოდ ერთი სააღმზრდელო ჯგუფი იქნა აღდგენილი. ბავშვთა კონტიგენტიდან გამომდინარე საჭირო გახდა მთელი შენობის რეაბილიტაცია, რათა საბავშო ბაღი სოფლის ყველა ბავშვისთვის იყოს ხელმისაწვდომი. სარეაბილიტაციო სამუშაოები ოკამის საბავშო ბაღშიც მიმდინარეობს, ხოლო ახალი ბაღები შენდება სადგურ მეტეხსა და სოფელ გრაკალშიც“, - აღნიშნა თამაზ ტატანაშვილმა. აღაიანის საბავშო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 278 913 ლარია, რომელიც მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)