|
2020-05-22 12:30:36, 1363 ნახვა
კომენტარი
გამყრელიძე - სიკვდილიანობა გლობალურად იკლებს, თუმცა ნებისმიერ დროს შესაძლოა სიტუაცია გამწვავდეს
ამირან გამყრელიძის თქმით გლობალურად არასახარბიელო მდგომარეობაა, ერთადერთი დამაიმედებელი სიკვდილიანობის მაჩვენებელია, სადაც შემცირების ტენდენცია ჩანს, თუმცა ირგვლივ ისეთი მდგომარეობა ისეთია ნებისმიერ დროს შეიძლება სიტუაცია გამწვავდეს. მან ასევე განაცხადა, რომ თუ გლობალჯურად გამოჯანმრთელების მაჩვენებელი 38% საქართველოში 72%-ს აღწევს. „მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრ ქვეყანაში საგანგებო სიტუაციის ზომების შემსუბუქება დაიწყი, გლობალურად სიტუაცია არასახარბიელოა. 213 ქვეყანაში დაფიქსირდა ინფექცია და ყველაზე მნიშვნელოვანია, ის , რომ აშშ-ს შემდეგ თანმიმდევრობა შეიცვალა, ახლა მეორე ადგილზე იტალიის მაგივრად რუსეთია, მესამაეზე კი ბრაზილია, სამხრეთ ნახევარ სფერო სადაც სიცივეები იწყება, ეს ინდიკატორია იმისი, რომ ჩვენ გარკვეულად უნდა ვემზადოთ შმოდგომიდან მეორე დ ამესამე ტალღისთვის. ხოლო ჩინეთი საიდანაც პანდემია დაიწყო მე-13 ადგილზეა. ერთადერთი გლობალურად დამაიმედებელია სიკვდილიანობის მაჩვენებელი თუ 7% ადიოდა ახლა 6,5%-მდე ჩამოვიდა და შემცირების ტენდენცია ჩანს, ხოლო გლობალურად გამოჯანმრთელების მაჩვენებელი კი 38%, რაც ჩვენთან 72%-ს შეადგენს. თუმცა ეს ყოველივე მოდუნების საშალებას არ გვაძლევს, ირგვლივ მდგომარეობა ისეთია შესაძლოა მდგომარეობა გამწვავდეს, თუ რაიმე ნაბიჯს სწრაფად გადავდგამთ შესაძლოა ისევ ეპიდაფეთქება მივიღოთ “, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)