01:42 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-20 22:52:55, 1219 ნახვა

პოლიტიკა
საოკუპაციო რეჟიმის მიერ იზოლაციის დაწყებიდან დღემდე 14 ადამიანი გარდაიცვალა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილის ინფორმაციით, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ იზოლაციის დაწყებიდან დღემდე 14 ადამიანი გარდაიცვალა.

ამ თემაზე მინისტრმა კომენტარი დღეს, ახალგორელი 63 წლის პაციენტის გარდაცვალების საკითხზე გააკეთა, რომელიც მეთოთხმეტე მსხვერპლი გახდა. ციხელაშვილის თქმით, 63 წლის კაცის ოჯახი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მის გადმოყვანას რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდა.

"რა თქმა უნდა, ამ შეფერხებამ ძალიან მძიმე გავლენა იქონია მის ჯანმრთელობაზე და ადამიანი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. საერთოდ, იზოლაციის დაწყებიდან, ცხინვალის რეჟიმის მიერ, სექტემბრის დასაწყისიდან 2019 წლის დღემდე, 13 ადამიანი გარდაიცვალა და ეს ბატონი გახლავთ მეთოთხმეტე", — ნათქვამია ციხელაშვილის განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, 63 წლის პაციენტი ინსულტის დიაგნოზით ახალგორის საავადმყოფოში მკურნალობდა, რის შემდეგაც ცხინვალის კლინიკაში გადაიყვანეს და 5 დღე გააჩერეს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics