|
2020-05-20 13:31:22, 4302 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის სამინისტროში თანამშრომელთა პროფესიული განვითარების მხარდასაჭერად დისტანციური სწავლების მეთოდები აქტიურად გამოიყენება
ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილი ვითარების მიუხედავად, თავდაცვის სამინისტრო და სსიპ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა აქტიურად განაგრძობენ თავდაცვის სამინისტროსა და უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლების პროფესიული განვითარების მხარდაჭერას. დღეს, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, წარმატებით დასრულდა საერთაშორისო უსაფრთხოების კურსი, რომლის სპიკერები იყვნენ როგორც ნიდერლანდების სამეფოს კლინგენდაილის ინსტიტუტის ექსპერტები, ასევე თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. კურსში მონაწილეობა მიიღო გენერალ-ლეიტენანტმა ტონ ვან ლუნმა, რომელიც 2006-2007 წლებში ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ნატოს ეგიდით მიმდინარე ISAF-ის მისიის სამხრეთის რეგიონულ სარდლობას ხელმძღვანელობდა. გენერალმა განიხილა საერთაშორისო უსაფრთხოების ტენდენციები და თანამედროვე უსაფრთხოების სისტემაში ნატოს როლი. თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა საერთო სასწავლო ციკლში დისტანციური სწავლების კომპონენტის ინტეგრირებას ეფექტიანად ახორციელებს. ამ პროცესში სკოლას მხარს უჭერს ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის კონსორციუმის დისტანციური სწავლების სამუშაო ჯგუფი, ასევე ნორვეგიის თავდაცვის სამინისტრო აშშ-ის ჯეფერსონის ინსტიტუტის ჩართულობით და ნიდერლანდების სამეფოს კლინგენდაილის ინსტიტუტი. უახლოეს პერიოდში დაგეგმილია დისტანციურად ჩატარდეს ვიდეო ლექციები, ონლაინ კურსები და მასტერკლასები შემდეგ საკითხებზე: საბაზისო კიბერუსაფრთხოება, სტრესის მიმართ მედეგობა, თანამშრომელთა მართვა და ორგანიზაციის განვითარება, ეროვნული უსაფრთხოება - რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში, ევროკავშირი - როგორც საერთაშორისო უსაფრთხოების აქტორი, პროფესიული წერა და საქმიანი კომუნიკაცია. აქტივობებში ტრენერებად როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ექსპერტები ჩაერთვებიან.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)