21:51 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-20 11:31:39, 1002 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძე - ძალიან მალე დედაქალაქს განახლებული მზიურის პარკი ექნება

ძალიან მალე დედაქალაქს განახლებული მზიურის პარკი ექნება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მერიის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, განახლებული მზიურის პარკი საუკეთესო დასასვენებლი სივრცე იქნება როგორც თბილისელებისთვის, ასევე სხვებისთვისაც.

„ქალაქის ცენტრში მზიურის პარკთან დაკავშირებით დიდი ხანია სამუშაოები მიმდინარეობს. მინდა მადლობა გადავუხადო ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტროს მუნიციპალურ ფონდს და მერიის ყველა იმ სამსახურს, ვინც ჩართულია ამ პროექტის განხორციელებაში. ფაქტიურად, ეს სამუშაოები დასასრულს უახლოვდება და მართლაც ულამაზესი სივრცე გამოდის ქალაქის ცენტრში. ყველას გახსოვთ, რომ 13 ივნისის შემდეგ სტიქიამ, რომელიც თავს დაატყდა დედაქალაქს, თუ რამდენად მძიმე მდგომარეობა იყო ამ კონკრეტულ მონაკვეთზე. გაუბედურებული იყო ყველაფერი და ძალიან მალე ქალაქს, სამუშაოების ბოლო შტრიხები მიმდინარეობს და უკვე ექნება განახლებული მზიურის პარკი, რომელიც მართლაც ულამაზესია და დარწმუნებული ვარ ეს საუკეთესო ადგილი და დასასვენებელი სივრცე იქნება თბილისელებისთვის და არამხოლოდ თბილისელებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics