|
2020-05-20 10:45:41, 1094 ნახვა
პოლიტიკა
ბესელია საკონსტიტუციო ცვლილებაზე - მე ვერ წარმომიდგენია ჩვენ როგორ არ უნდა მივცეთ ხმა ასეთ ინიციატივას
დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ვერ წარმოუდგენია როგორ არ უნდა დაუჭიროს მხარი საკონსტიტუციო ცვლილებას მაშინ, როცა ეს საკითხი თავის დროზე მოითხოვეს მათ. მისი თქმით, ცვლილების ჩაგდება მისთვის არის წარმოუდგენელი. „ამ ცვლილებების ჩაგდება, რომელმაც საარჩევნო სისტემა უნდა შეცვალოს, უბრალოდ წარმოუდგენელია. ხელისუფლებას აქვს თავისი პასუხისმგებლობა, რომ შეასრულოს ყველა ვალდებულება რაც აიღო, მაგრამ ჩვენც გვაქვს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა, ვინც ხმას ვაძლევთ ამ კანონპროექტს, ამიტომ მე ვერ წარმომიდგენია ჩვენ როგორ არ უნდა მივცეთ ხმა ასეთ ინიციატივას, რომელიც ჩვენვე მოვიწონეთ, ჩვენვე მოვითხოვეთ და მოვაწერეთ ხელი ამ შეთანხმებას“, - განაცხადა ეკა ბესელიამ. შეგახსენებთ, რომ „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებენ, რომ თუ 8 მარტის შეთანხმება სრულად არ შესრულდება, საკონსტიტუციო ცვლილებას მხარს არ დაუჭერენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)