|
2020-05-19 17:17:10, 1260 ნახვა
პოლიტიკა
სამადაშვილი - ევროპა არ აპირებს დააკვირდეს იმას, თუ როგორ ეცდება ივანიშვილი ქვეყანაში დემოკრატიული პროცესის გაუქმებას
„ევროპა არ აპირებს დააკვირდეს იმას, როგორ ეცდება ივანიშვილი ქვეყანაში დემოკრატიული პროცესის გაუქმებასა და ჩაშლას“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ევროპარლამენტის დღევანდელი სხდომა გარკვეულწილად გაფრთხილება იყო ბიძინა ივანიშვილისთვის. „ეს სხდომა იყო გარკვეულწილად გაფრთხილება ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ ევროპა არ აპირებს დააკვირდეს იმას, როგორ ეცდება ივანიშვილი ქვეყანაში დემოკრატიული პროცესის გაუქმებასა და ჩაშლას. სწორედ ამიტომ მოგვიწოდებს 8 მარტის შეთანხმების შესრულება. ასევე მოგვიწოდეს იმ ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც უზრუნველყოფს ქვეყანაში თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებს. იმიტომ, რომ უკვე ძალიან დიდი არის შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, თუ რა გეგმები აქვს ბიძინა ივანიშვილს შემდეგ არჩევნებთან დაკავშირებით“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)