|
2020-05-19 12:29:37, 1317 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მომზადებულ ყოველწლიური ანგარიშის განხილვა დაიწყო
ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მომზადებულ ყოველწლიური ანგარიშის განხილვა დაიწყო. ანგარიშში საუბარია იმის შესახებ თუ როგორ ასრულებს საქართველო ევროკავშირთან გაფორმებულ ასოცირების ხელშეკრულებას. დეტალური ინფორმაცია განხილვის შემდეგ გახდება ცნობილი. წინასწარი მონაცემებით კი ანგარიშში ადგილს საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის გაფორმებული 8 მარტის შეთანხმებაც იკავებს. ანგარიშის ავტორი, ევროპარლამენტარი სვენ მიქსერი ყველა მხარეს მოუწოდებს უზრუნველყოს, რომ შეთანხმება დროულად იქცეს კანონად. გარდა ამისა, დოკუმენტში ევროპარლამენტი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ ბოლო დროინდელი სასამართლო საქმეებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს. „მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას სასამართლოს დამოუკიდებლობის სტანდარტს პატივი სცეს, რისი ვალდებულებაც ასოცირების შეთანხმების მიხედვით ნაკისრი აქვს. ვწუხვართ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ბოლო დროინდელი შერჩევის პროცედურა, სერიოზული ხარვეზებით განხორციელდა“, - ვკითხულობთ დოკუმენტში.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)