18:54 - 28 Jun, 2026
|
2020-05-19 11:25:46, 1316 ნახვა
ეკონომიკა
სოლომონ პავლიაშვილმა მარნეულის მუნიციპალიტეტში საადრეო კარტოფილის ტრანსპორტირება/რეალიზაციასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი მარნეულის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა. მინისტრის მოადგილემ რეგიონიდან საადრეო კარტოფილის ტრანსპორტირება/რეალიზაციასთან დაკავშირებული ლოგისტიკური საკითხები შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განიხილა. მიმდინარე წელი კარტოფილის უხვმოსავლიანობით გამოირჩევა. წინასწარი საპროგნოზო მონაცემებით, ფერმერები 30 000-დან 40 000 ტონამდე მოსავალს ელოდებიან. როგორც სოლომონ პავლიაშვილმა აღნიშნა, მოსავლის რეალიზაციის პრობლემა არცერთ ფერმერს არ შეექმნება. შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი ესწრებოდნენ.
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)