|
2020-05-18 12:29:37, 1517 ნახვა
კომენტარი
კახიანი რურუას პატიმრობაში დატოვებაზე - სასამართლო არის დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებაში
„სასამართლო არის დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებაში“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გიორგი რურუას პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით. როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაპზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება არ გამოუტანია და საუბარი იყო მხოლოდ აღკვეთი ღონისძიების შეცვლაზე, რომელიც სასამართლომ არ დააკმაყოფილა. მისივე თქმით, პროცესი გრძელდება და საბოლო ჯამში რა გადაწყვეტილებას გამოიტანს სასამართლო შემდგომ პერიოდში გამოჩნდება. „ამ ეტაპზე, როგორც ჩანს, სასამრთლოს არ ჰქონდა იმის სამართლებრივი საფუძველი, რომ შეცვლილიყო აღკვეთი ღონისძიების გარემოება და მიღებული იქნა შესაბამისი გადაწყვეტილება“, - აღნიშნა გიორგი კახიანმა. შეგახსნებთ, რომ დღეს, სასამართლომ გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)