22:52 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-16 17:18:28, 1698 ნახვა

საზოგადოება
17 მაისს სასულიერო პირები ქალაქს მანქანებით შემოივლიან და ნაკურთხ წყალს აპკურებენ

ხვალ სასულიერო პირები ქალაქს მანქანებით შემოივლიან და ნაკურთხ წყალს აპკურებენ, - ამის შესახებ არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა ტელეკომპანია „პირველთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ქალაქში ხატთან ერთად მსვლელობა არ მოეწყობა.

„17 მაისს ხატი შემობრძანდებოდა ხოლმე თბილისში და ხატთან ერთად ეწყობოდა ხოლმე მსვლელობა, მაგრამ წელს ეს მსვლელობაც ვერ იქნება. ხვალ იგეგმება ის, რომ რამდენიმე მაქანა სასულიერო პირებთან ერთად მოივლის ქალაქს, ნაკურთხ წყალს ასხურებს და ასე მიულოცავენ ხალხს ამ დღესასწაულს, ოჯახის დაცვის სიწმინდის დღეს, რამდენიმე ავტომობილით, თბილისის მასშტაბით იქნება წყლის სხურება და ხატებით შემოვივლით“, - განაცხადა იოანე მჭედლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ხვალ, 17 მაისს მსოფლიოში ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics