|
2020-05-15 17:49:17, 1872 ნახვა
პოლიტიკა
კახიანი - „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერაზე უარი მიუთითებს იმაზე, რომ მათთვის ქვეყნის წარმატება არ არის სასურველი
„ვინაიდან საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის შემდეგ აღარ გაგრძელდება, პარლამენტი გააგრძელებს კონსტიტუციური ცვლილებების განხილვას“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, თავდაპირველად დასრულდება საყოველთაო-სახალხო განხილვის ეტაპი, ხოლო ამის შემდეგ საკონსტიტუციო ცვლილებებს დეპუტატები პლენარულ სხდომაზე განიხილავენ. მისივე განცხადებით, ივნისის ბოლომდე შესაძლებელი იქნება კონსტიტუციაში საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული ცვლილებების განხილვის დასრულება. „რაც შეეხება ოპოზიციის დამოკიდებულებას ამ პროცესთან მიმართებაში, იმედი მაქვს, რომ დამოუკიდებელი დეპუტატები და პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენლები მხარს დაუჭერენ კონსტიტუციურ ცვლილებებს. ამ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელება ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების გარეშეც. თუმცა, რა თქმა უნდა, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებზე იქნება პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომელიც მათ აიღეს ამ შეთანხმების ხელმოწერისას და დღეს გადაწყვიტეს, რომ მას მხარი არ დაუჭირონ. დარწმუნებული ვარ, რომ მათი ხმების გარეშეც განვახორციელებთ საკონსტიტუციო ცვლილებებს. თუმცა მათი მოქმედება მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყნის წარმატება და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მათთვის არ არის სასურველი“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)