22:22 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-15 12:37:12, 1293 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი აბესაძე - თუ პოლიტპატიმრები გვეყოლება, ვერანაირი საკანონმდებლო ჩარჩო ვერ უზრუნველყოფს ქვეყანაში სამართლიანი არჩევნების ჩატარებას

თუ პოლიტპატიმრები გვეყოლება, ვერანაირი საკანონმდებლო ჩარჩო ვერ უზრუნველყოფს ქვეყანაში სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა.

მისი თქმით, არავის სჯერა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები თავის დროზე ხუნდაძემ და ბერაიამ ჩააგდეს.

„თუკი ჩვენ გვეყოლება პოლიტიკური პატიმრები, თუკი ხელისუფლება გააგრძელებს პოლიტიკური ოპონენტების სასამართლო სისტემის დანაშაულებრივი გამოყენებით დევნას, რა თქმა უნდა, ვერანაირი საკანონმდებლო ჩარჩო ვერ უზრუნველყოფს ქვეყანაში სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. ამიტომ, ივანიშვილს დღეს ძალიან კარგად ესმის და არავინ დაიჯერებს ოპოზიციაზე საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების დაბრალებას ისევე, როგორც არავის სჯერა ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ, რომ თავის დროზე  ბერაიამ და ხუნდაძემ ჩააგდეს საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის განხორციელების პირობა ივანიშვილმა მისცა როგორც ქართულ საზოგადოებას, ასევე საერთაშორისო საზოგადოებას“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics