|
2020-05-14 16:43:04, 8740 ნახვა
სხვადასხვა
პატარა დიღომში სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა
საბურთალოს რაიონში, პატარა დიღომში, მე-17 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. პროექტის შედეგად, 3 400 კვადრატულ მეტრ ფართობზე ინფრასტრუქტურა განახლდა. დამონტაჟდა ლედ განათების სისტემა და საპარკე სკამები, ასევე გაკეთდა საფეხმავლო ბილიკი და სხვადასხვა სახეობის მცენარე დაირგო. ტერიტორიაზე მოეწყო საბავშვო მოედანი, სადაც ატრაქციონები დამონტაჟდა. განახლებული სკვერი საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ, მაჟორიტარ დეპუტატ ავთანდილ ცინცაძესთან ერთად დაათვალიერა. „ქვეყანაში არსებული ვითარების მიუხედავად, საბურთალოს რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს. პატარა დიღომში, ეს ერთადერთი დიდი სკვერია, რომლითაც მთელი უბნის მცხოვრებლები და სკოლის მოსწავლეები სარგებლობენ. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, ეს სკვერი კეთილმოგვეწყო. ვფიქრობ, ადგილობრივი მოსახლეობისთვის ძალიან კარგი დასასვენებელი, ხოლო ბავშვებისთვს გასართობი სივრცე შეიქმნა. ამ დროისთვის, საბურთალოს რაიონში კიდევ 5 მისამართზე სკვერის განახლება მიმდინარეობს“, -განაცხადა გაიოზ ვასაძემ. სამუშაოები კომპანია „ტაომ“ შეასრულა, რისთვისაც საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 198 267 ლარი გამოიყო.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)