|
2020-05-14 14:08:10, 1752 ნახვა
კომენტარი
ჩიქოვანი - საერთაშორისო მედია აგრძელებს საქართველოს მიერ კოვიდ-19-თან ბრძოლაში მიღწეული შედეგების აღიარებას
საერთაშორისო მედია აგრძელებს საქართველოს მიერ კოვიდ-19-თან ბრძოლაში მიღწეული შედეგების აღიარებას. ეს არის მნიშვნელოვანი და მისასალმებელი - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა საქართველოს შესახებ ევროპა პრესის ესპანური გამოცემის მიერ გამოქვეყნებული სტატიის შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში, კოვიდ-19-თან ბრძოლაში შედეგი სახელმწიფოს მიერ მიღებული სისტემური გადაწყვეტილებების შედეგად დადგა. „რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებებში მონაწილეობა მიიღეს დარგის ექსპერტებმა, ეპიდემიოლოგებმა და ჯანდაცვის სპეციალისტებმა. შედეგები, რომელიც საქართველოში გვაქვს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ საქართველომ, არა მხოლოდ კოვიდ-19-ის ეფექტიან გამკლავებაზე იფიქროს, არამედ უკვე, პოსტკრიზისულ პერიოდში იფიქროს, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი და უპირველესი რეგიონში, რომელიც გახსნის საკუთარ საზღვრებს, მზად იქნება იმისთვის, რომ მიიღოს საერთაშორისო ტურისტები და ასევე, გახსნას რაც შეიძლება სწრაფად ეკონომიკის ყველა დარგი", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)