|
2020-05-13 17:48:58, 1725 ნახვა
კომენტარი
გია ვოლსკი: ევროპარლამენტმა კი უნდა იცოდეს, რომ პატიმრების საკითხი მხოლოდ სამართლებრივი გზით წყდება
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკის შეფასებით, ევროპარლამენტარ მაიკლ გელერის განცხადებას იმის თაობაზე, რომ დასავლეთის ქვეყნები საქართველოში პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას ელოდებიან, სხვა არაფერი შეიძლება ეწოდოს, თუ არა უცნაური, ვინაიდან მსგავსი საკითხები მხოლოდ სამართლებრივი გზით წყდება. „უცნაური განცხადებაა რაც მოვისმინეთ, თუნდაც ნაციონალური მოძრაობის აშკარა მხარდამჭერისაგან, პარტიული მხარდამჭერისაგან, როგორც პიროვნული მხარდამჭერისაგან ასეთი განცხადება, ვინაიდან მან ყველაზე კარგად უნდა იცოდეს, რომ მასალები უნდა შეისწავლოს და თუ კი რაიმე აქ პრინციპული პოზიციაა, უნდა სამართლებრივი გზით დაიცვას იგი. იყო ასეთივე განცხადებები, არანაკლები, ხისტი, პრინციპული, როდესაც ჩვენ ვმსჯელობდით რუსთავი2-ის თემაზე პოლიტიკურ ასპარეზზე და, მეორე მხრივ, სამართლებრივი ხაზი განვითარდა ისე, რომ სტრასბურგმა საბოლოოდ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან შორს არის იმ მოწოდებებისაგან, რაც ჰქონდათ სახალხო პარტიის წარმომადგენლებს იმ პერიოდში", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)