|
2020-05-12 14:00:37, 1271 ნახვა
კომენტარი
რესპუბლიკური საავადმყოფოდან დღეს კიდევ ერთ პაციენტი გაწერება, რეტესტს კიდევ 5 პაციენტი ელოდება
რესპუბლიკურ საავადმყოფოსშ მ ოთავსებული 39 ინფიცირებულიდან დღეს ერთი პაციენტი დატოვებს კლინიკას, 5 პაციენტი ელოდება რეტესტს - ამის შესახებ, რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ ისაუბრა, მან ასევე აღნიშნა, რომ 8 პაციენტის ტესტების პასუხს ელოდებიან. „რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამჟამად 64 პაციენტია დაკვირვების ქვეშ, ინფიცირებულია 39. გუშინ 5-მა პაციენტმა დატოვა კლინიკა და დღეს კიდევ ერთი დატოვებს. ერთი პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაში გვყავს, 2 პაციენტი კი მართვით სუნთქვაზეა, ერთაერთს ტესტირება დღეს ჩაუტარდება ინფექციაზე, მეორეს კი დადასტურებული აქვს უკვე. დანარჩენ პაციენტებს რაც შეეხება , მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 5 პაციენტს პნევმონია აქვთ, თუმცა მართვით სუნთქვას არ საჭიროებენ და ზოგიერთ მათგანს, კი ჟანგბადის მხარდაჭერაც არ სჭირდება. დღეს გაიტესტა კიდევ 8 პაციენტი და ხვალ გეტყვით მათ შედეგებს, მეოთხე დღეა ახალი ინფიცირებული არ დადასურებულა. რეტესტირებას ველოდებით, რომელიც 5 პაციენტს უნდა ჩაუტარდეს, ამ 5-დან სამს მეორადი რეტესტი აქვს, ხოლო ორს პირველადი“, - განაცხადა ლევან გოფოძემ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)