20:06 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-11 19:28:33, 1380 ნახვა

პოლიტიკა
მეზვრიშვილი - გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და ღია მმართველობა ჩვენთვის კრიზისის მართვის სტრატეგიის ფუნდამენტური პრინციპებია

საგანგებო მდგომარეობის დროს ღია და გამჭვირვალე მმართველობის მნიშვნელობაზე, გამოწვევებსა და საქართველოს მთავრობის მიდგომაზე ისაუბრა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა ვიდეოკონფერენციისას, რომელიც ღია მმართველობის კვირეულის ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრისას ხაზი გაესვა მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას - მოქალაქეებისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალების დანერგვით.

ნათია მეზვრიშვილმა ვრცლად ისაუბრა ღია მმართველობის განახლებულ პროცესზე და კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მიერ ღია მმართველობის პრინციპების შეუქცევადი მხარდაჭერა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კრიზისული სიტუაციის შედეგად გამოწვეული დაყოვნების მიუხედავად, მთავრობა ღია მმართველობა - საქართველოს ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით აქტიურად თანამშრომლობს სამოქალაქო საზოგადოებასთან და მზადაა ამ კუთხით კონსულტაციების ახალი ეტაპის გამართისთვის.

ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და ღია მმართველობა სახელმწიფოს მიერ კრიზისის მართვის სტრატეგიის ფუნდამენტური პრინციპებია. მისივე თქმით, მთავრობა აქტიურად თანამშრომლობს განვითარების პარტნიორებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, რათა გატარებული ზომები საზოგადოების მოთხოვნილებებსა და საჭიროებებს პასუხობდეს.

ღია მმართველობის კვირეულის ფარგლებში ორგანიზებულ ციფრულ ფორუმში, რომლის თემაც პანდემიის გათვალისწინებით  არის - Open Response, Open Recovery, ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) წევრი ქვეყნები მონაწილეობენ. ინიციატივას უერთდება საქართველო.

ღია მმართველობის პარტნიორობა საერთაშორისო ინიციატივაა, რომელიც 78 ქვეყანას აერთიანებს. მისი მიზანია მთავრობათა ღიაობის, ანგარიშვალდებულებისა და მთავრობის საქმიანობაში სამოქალაქო საზოგადოებისა და მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics