08:21 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-11 16:02:11, 1473 ნახვა

კომენტარი
გახარია - კონკრეტული ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნის დაყენება, ინსტიტუტების შეურაცხყოფაა

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, კონკრეტული ადამიანების გათავისუფლების საკითხის შესახებ კომენტარი გააკეთა და განმარტა, რომ მსგავსი მოთხოვნების დაყენება ინსტიტუტების შეურაცხყოფაა.

გახარიას თქმით, პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი 8 მარტის შეთანხმებისას განხილვის საკითხი არ ყოფილა.

„საერთოდ რაიმე სახით ამ შეთანხმების, საარჩევნო სისტემის, საკონსტიტუციო ცვლილების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება ჩემთვის არის კატეგორიულად მიუღებელი, ვერც წარმომიდგენია. ეს არის უბრალოდ წარმოუდგენელი.

ახლა რაც შეეხება კონკრეტული ადამიანების გათავისუფლების საკითხს. მსგავსი მოთხოვნების დაყენება ინსტიტუტების შეურაცხყოფაა. ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულება არ არსებობს და კონკრეტული მსჯავრდებულების შესახებ კონკრეტული სასამართლო პროცესები, რომლებიც არის დასრულებული, ქვეყნის დამოუკიდებელმა ინსტიტუტებმა გადაწყვეტილება მიიღეს და ამის შემდგომ ვიღაც ამბობს, რომ ამ ადმიანების გამოშვება შეიძლება გახდეს პოლიტიკურ პროცესზე ზემოქმედების საგანი, ან შეიძლება ვიღაც ამბობს, რომ სამართლებრივი თემები, რომლესაც დამოუკიდებელმა ინსტიტუტებმა მიიღეს გადაწყვეტილება, პოლიტიკური შეთანხმების საგანი იყოო. ჩემთვის ეს არის უბრალოდ შეუძლებელი, ვერც წარმომიდგენია ადამიანი, რომელსაც შეეძლო მსგავსი პასუხისმგებლობა თავის თავზე აეღო და საერთოდ მსგავსი საკითხის განხილვაში შესულიყო“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics