|
2015-01-27 12:52:52, 2067 ნახვა
სამართალი
ომბუდსმენი: რამდენიმე უვადო მსაჯვრდებულის შეწყალება შესაძლებელია და ეს საგანგაშო შედეგს არ გამოიწვევს
რამდენიმე თვის წინ კანონმდებლობაში გარკვეული რეგულაციები შევიდა, თუმცა მას უვადო მსჯავრდებულებისთვის რაიმე შედეგი არ მოუტანია,-ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე განმარტებით, ისეთი საკანონმდებლო ცვლილება უნდა გატარდეს, რომელიც უვადო პატიმრობამისჯილებს შეეხებათ. "ამწუთას ჩვენი წარმომადგენლები არიან შესულები გლდანის მე-8 დაწესებულებაში. ჩვენ მათ მდგომარეობას ვეცნობით, თუმცა თვეების გამნმავლობაში გვაქვს მათთან შეხება. ისი პრობლემები, რომლებზეც ისინი საუბრობენ, რეალურია. რამდენიმე თვის წინ მოხდა გარკვეული რეგულაციების შეტანა, მაგრამ სამწუხაროდ ამას უვადო მსაჯვრდებულებისთვის რაიმე კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია. ანუ, გარკვეულწილად არის შეცვლილი რეგულაციები, მაგრამ ის რეგულაციები უნდა მივიდეს თითოეულ მსჯავრდებულამდე",-განაცხადა უჩა ნანუაშვილმა. ამასთან, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ რამდენიმე უვადო პატიმრობამისჯილის საქმის განხილვა, თუნდაც შეწყალება, შესაძლებელია და ეს არანაირ საგანგაშო შედეგს არ გამოიწვევს. "მათ შორის თუნდაც შეწყალების, ან პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებულზე. მათი პრობლემებით ხელისუფლბა უნდა დაინტერესდეს. სჭიროა მოხდეს გარკვეული საქმეების გადახედვა, მაგრამ არანაირი მექანიზმი ამასთან დაკავშირებით არ არსებობს. ასევე იყო განხილული რამდენიმე საქმე შეწყალების კომისიაზე, თუმცა აქაც რეალურად არანაირი შედეგი არ დადგა. პირადად მე ვფიქრობ, რომ რამდენიმე უვადო მსჯავრდებულის საქმის განხილვა, თუნდაც შეწყალება არის რეალურად შესაძლებელია, და ქვეყანაშუ ეს არანაირ საგანგაშო შედეგს არ გამოიწვევს",-განაცხადა უჩა ნანუაშვილმა. აღნიშნული განცხადება უჩა ნანუაშვილმა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გააკეთა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)