|
2020-05-11 13:08:55, 1300 ნახვა
კომენტარი
ნადირაშვილი - პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება ისევე, როგორც „ქართული ოცნების“ სხვა წევრების, იყო სიცრუე და უპასუხისმგებლო
„პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება ისევე, როგორც „ქართული ოცნების“ სხვა წევრების, იყო სიცრუე და უპასუხისმგებლო“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირმა ნადირაშივლმა განაცხადა. ის „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს ბოლომდე დაიცვას 8 მარტის შეთანხმება და გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები საკონსტიტუციო ცვლილებების პირველ მოსმენამდე. „პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება ისევე, როგორც „ქართული ოცნების“ სხვა წევრების, იყო სიცრუე, იყო უპასუხისმგებლო, მან ელჩებს მოუწოდა, გაახმოვანონ მოლაპარაკების დეტალები. დიპლომატიურმა კორპუსმა, რომელიც მონაწილეობდა და ამ მოლაპარაკებებს უძღვებოდა, უკვე გამოხატა თავისი პოზიცია, როცა ოქრუაშვილს მიუსაჯეს. დიპლომატიურმა კორპუსმა, ევროკავშირის ელჩმა, ამერიკის საელჩომ გააკეთეს განცხადება, რომ ეს იყო შეთანხმების დარღვევა. შესაბამისად, მათი პოზიცია ძალიან ნათელია. ჩვენ „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებთ ბოლომდე დაიცვას ეს შეთანხმება, გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები საკონსტიტუციო ცვლილებების პირველ მოსმენამდე“, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)