|
2020-05-09 17:35:43, 15252 ნახვა
ომი უკრაინაში
ცერცვაძე - თუ კიდევ რამე სისულელე არ ჩავიდინეთ, შემთხვევების დიდი მატება არ უნდა იყოს
თუ კიდევ რამე სისულელე არ ჩავიდინეთ, შემთხვევების დიდი მატება არ გვექნება, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი ვარაუდით, ახლა პიკზე ვიმყოფებით, რომელსაც პლატოს სახე აქვს. „გარანტირებულად ვერ გეტყვით, რომ მატება აღარ იქნება, მაგრამ ბოლო დღეები მიუთითებს იმაზე, რომ თუ რაღაცა სისულელე არ ჩავიდინეთ, სადღაც თავყრილობა არ მოვაწყვეთ,სადავეები ხელიდან არ გაგვექცა და თუ გაგრძელდა მობილიზაციის და მოტივაციის ის ხარისხი, რაც ახლაა, მაშინ, სავარაუდოდ ახლა ვიმყოფებით პიკზე, რომელსაც პლატოს სახე აქვს და წესით არ უნდა იქნეს მატება. თუ იქნება მატება, ეს იქნება მცირე - ერთი ათეული, ან ორი ათეული. მე პირადად მგონია, რომ თუ რაღაც ისეთი შეცდომები არ დავუშვით, როგორიც იყო დაშვებული ბოლნისის და მარნეულის, ასევე ქობულეთის მუნიციპალიტეტებში, ანდაც ლენტეხში, სადაც 50 კაციანი სუფრა გამართეს, თუ ასეთი რამ არ იქნება, მე მგონია, რომ კოვიდინფექციის პირველი და ყველაზე მძლავრი შემოტევა მინიმალური დანაკარგით დავძლიეთ. ინფიცირების 626 შემთხვევა და მხოლოდ 10 გარდაცვლილი, ეს ევროპაში ერთ- ერთი საუკეთესო ან საუკეთესო მაჩვენებელია“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)