|
2020-05-06 12:43:15, 1202 ნახვა
კომენტარი
კაპანაძე ტროლებზე - ხელისუფლებამ მეორედ მიიღო საკადრისი პასუხი „ფეისბუქისგან“, როგორც ჩანს, პირველი გამოაშკარავება არ იყო საკმარისი
პირველი გამოაშკარავება არ იყო საკმარისი ხელისუფლებისთვის და თავიდან დათესა ტროლები და ბოტები, - ასე ეხმურება „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე FACEBOOK-ის მიერ კოკა ყანდიაშვილის „ესპერსონასთან“ დაკავშირებული 790 ანგარიშის გაუქმებას ეხმაურება. როგორც კაპანაძე ეჭვობს, აღნიშნულში სავიუჯეტო ხარჯები იხარჯებოდა და მასში საჯარო მოხელეები იყვნენ ჩართული. „უკვე მეორედ გამოააშკარავა „ფეისბუქმა“. როგორც ჩანს პირველი გამოაშკარავება არ იყო საკმარისი ხელისუფლებისთვის და ახლიდან დათესა ეს ტროლები და ბოტები. შესაბამისად, უკვე მეორედ მიიღო საკადრისი პასუხი „ფეისბუქის“ მხრიდან. აქ ცალკე გამოსაკვლევი საკითხია რამდენად არის ეს კანონის დარღვევა, რაც კეთდებოდა ქვეყნის შიგნით ხელისუფლების მხრიდან, იმ კონტექსტში თუ რა ფული იხარჯებოდა აქ. მაქვს ეჭვი, რომ აქ იხარჯებოდა საბიუჯეტო სახრები და საჯარო მოხელეები იყვნენ ამაში ჩართული. ცალკე აღსანიშნავია ის, რომ მხილებული იქნა „ნაციონალური მოძრაობა“ და მგონია, რომ ამ ოპოზიციურმა პარტიამ პასუხი უნდა გასცეს იმ კითხვებს, რომელიც გაჩნდა „ფეისბუქის“ მიერ მათი ანგარიშის წაშლის შედეგად“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ. ცნობისთვის, Facebook-მა გუშინ 5 მაისს, „ქართული ოცნების“ პიარ კონსულტანტის, კოკა ყანდიაშვილის, მიერ შექმნილი „ესპერსონა“ და მასთან დაკავშირებული ასობით ანგარიში არაავთენტური ქცევის გამო გააუქმა. ამასთან, Facebook-მა გააუქმა ქართული ანგარიშების კიდევ ერთი ქსელი, რომელიც ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან იყო დაკავშირებული. ჯამში, სოციალური ქსელის გიგანტმა „ესპერსონასთან“ დაკავშირებული 511 გვერდი, 101 პროფილი, 122 ჯგუფი და 56 Instagram-ანგარიში წაშალა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)