|
2020-05-06 10:31:43, 1171 ნახვა
კომენტარი
ვოლსკი: თუ უკრაინაში არ იციან, რომ სააკაშვილის მმართველობა იყო დესპოტური მართვის მაგალითი, ძალიან რთული ხვალინდელი დღე გველის ორმხრივ ურთიერთობაში
„თუ უკრაინაში არ იციან, რომ სააკაშვილის მმართველობა იყო დესპოტური მართვის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი ისტორიაში, ჩვენ ძალიან რთული ხვალინდელი დღე გველის ორმხრივ ურთიერთობაში“, - ამის შესახენ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ტვ „იმედის" ეთერში განაცხადა. მისი შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი იმპულსური, დაუგეგმავად მოქმედი პირია, რომელმაც საქართველოს მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვა. „ერთი რამ შემიძლია ვთქვა დადასტურებულად: დანაწევრებული საქართველო, მოსახლეობის ნახევარი სიღარიბის ზღვარს ქვევით, სოციალური პაკეტი ნულზე, სოფელი განადგურებული, და იმ ადამიანების დიდი ჯგუფი, რომლებმაც დაკარგეს სახლ-კარი, ჯანმრთელობა, ქონება - აი, რაც დაგვიტოვა სააკაშვილმა. ეს იყო ინდივიდუალური და დესპოტური მართვის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი ისტორიაში. აქ იმის გაანგარიშება, თუ რა როლს თამაშობს სააკაშვილი დღეს უკრაინისთვის, უფრო ექსპერტთა გუნდის ვალდებულებაა. და თუ უკრაინაში ეგ არ იციან, ჩვენ ძალიან რთული ხვალინდელი დღე გველის ორმხრივ ურთიერთობაში", - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)