|
2020-05-06 10:23:27, 1113 ნახვა
კომენტარი
ირაკლი ჩიქოვანი - საქართველოს შეუძლია დადოს შედეგი ისეთ კრიზისულ ვითარებაში, როგორიც არის Covid-19-თან ბრძოლა
„საქართველოს შეუძლია დადოს შედეგი ისეთ კრიზისულ ვითარებაში, როგორიც არის Covid-19-თან ბრძოლა, ეს არის მიზეზი იმ ყურადღებისა, რომელსაც ვიპყრობთ საერთაშორისო არენაზე“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს აქვს ნდობა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხრიდან, რომ მიიღოს ერთ-ერთი უმსხვილესი პაკეტი, რადგან შეუძლია სწორად და ადეკვატურად მიმართოს ეს რესურსი ხალხის საკეთილდღეოდ. „ხაზი მინდა გავუსვა, რომ დღეს ევროკავშირში ასეთი პოლიტიკაა შემუშავებული - "Team Europe", ანუ ევროპის გუნდი, სწორედ ამ გუნდის ნაწილია საქართველო და ეს არ ხდება ერთ დღეში, ეს ხდება თანმიმდევრული და მიზანმიმართული სვლით. საქართველოს არ აქვს დღეს საპოვნი მისასვლელი გზები პარტნიორებთან და არც სალაპარაკო ენა. ჩვენ დიდი ხანია, ერთ გზაზე ვდგავართ, დიდი ხანია, მივდივართ ერთიანი მიმართულებით ევროპასთან და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან აშშ-სთან ერთად, ჩვენ ერთმანეთის კარგად გვესმის და ერთმანეთს ვენდობით. საქართველოს ენდობიან, რომ მას შეუძლია საკუთარი ქვეყნის მართვა და შესაბამისად, შეუძლია კონკრეტული შედეგის დადება ძალიან რთულ და ძნელ ვითარებაში. ჩვენ გვაქვს იმის ნდობა, რომ მივიღოთ ერთ-ერთი უმსხვილესი პაკეტი, ერთ-ერთმა პირველმა, თუ პირველმა არა საერთაშორისო დონორების მხრიდან, რადგან საქართველოში არის სისტემური სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია სწორად და ადეკვატურად მიმართოს ეს რესურსი ხალხის საკეთილდღეოდ", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)