|
2020-05-05 17:25:36, 1413 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში, სამღერეთის ქუჩაზე ახალი სკვერის მოწყობა მიმდინარეობს
ნაძალადევის რაიონში, სამღერეთის ქუჩა N5-ში ახალი სკვერის მოწყობა მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოები 1 850 კვ.მ ფართობზე სრულდება. პროექტის ფარგლებში, მოეწყო ფილები, ბორდიური, სარწყავი სისტემა, გარე განათების ქსელი, ბალახის საფარი. ასევე, კაუჩუკისსაფარიან მოედანზე საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდება. მოეწყობა ფანჩატური, დამცავი მოაჯირი და საპარკე ინფრასტრუქტურა. მიმდინარე სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ დავით ჭელიძესთან ერთად დაათვალიერა. „ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, აქტიურად ვაგრძელებთ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. ლოტკინის მოსახლეობისთვის ეს ერთ-ერთი საუკეთესო გამწვანებული ადგილია, თუმცა ამ ტერიტორიაზე არ არსებობდა კეთილმოწყობილი სკვერი. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივ მცხოვრებლებს ძალიან კარგი დასასვენებელი სივრცე ექნებათ. ასევე, ბავშვებისთვის გასართობი ზონაც მოეწყობა“, - აღნიშნა ირაკლი ხელაძემ. სამღერეთის ქუჩაზე სკვერის კეთილმოწყობისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 156 000-მდე ლარი გამოყო.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)