|
2020-05-04 20:27:01, 1386 ნახვა
კომენტარი
თეა წულუკიანი - ახალ კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში უპრეცენდენტო მასშტაბით იყო ჩართული პარლამენტი
ახალ კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში ნებისმიერ უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფში და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, უწყებათაშორის კრიზისის ჯგუფში უპრეცენდენტო მასშტაბით იყო ჩართული პარლამენტი, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ხელისუფლების ყველა შტო, გაერთიანებული ძალებით მუშაობდა იმისთვის, რომ ვირუსის გავრცელება ქვეყანაში ყოფილიყო მინიმუმამდე დაყვანილი. „ახალ კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში ნებისმიერ უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფში და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, უწყებათაშორის კრიზისის ჯგუფში უპრეცენდენტო მასშტაბით იყო ჩართული პარლამენტი, გადაწყვეტილების მიღების პროცესი იქნებოდა ეს თუ სამუშაო და ტექნიკურ დონეზე, როდესაც ჩვენ, ხელისუფლების ყველა შტო, გაერთიანებული ძალებით და მთელი სახელისუფლებო გუნდი ვმუშაობდით იმისთვის, რომ ამ ვირუსის გავრცელება ჩვენს ქვეყანაში ყოფილიყო მინიმუმამდე დაყვანილი და გვქონოდა ის წარმატებული შედეგები, სანიტარული თვალსაზრისით, რაც ჯერჯერობით ჩვენს ქვეყანას აქვს", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)