|
2020-05-04 13:41:57, 1380 ნახვა
კომენტარი
რესპუბლიკურ საავადმყოფოში ერთი მძიმე პაციენტი მკურნალობს, ხოლო დღეს სამი გამოჯანმრთელებული გაეწერა
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით კლინიკაში 2 ინფიცირებული გადაიყვანეს, ხოლო ერთი მძმე პაციენტი მკურნალობს პნევმონიით და სუნთქვის უკმარისობით. მან ასევე აღნიშნა, რომ დღეს დილით 3 პაციენტი გაწერეს და ხვალისთვის 5 პაციენტის გაწერას გეგმავენ. „38 პაციენტი დადასტურებული კოვიდ იფექციით მკურნალობს ჩვენთან, უკვე აიწყო გამოჯანმრთელებული პაციენტების გაწერაც. დღეს დილით სამმა გაჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა კლინიკა და რესტესტირების რეჟიმშია კიდევ რამდენიმე და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ხვალ კიდევ 5 პაციენტს გავწერთ. რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, რამდენიმეს პნევმონია აქვთ დადგენილი და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია იმ თვალსაზრისით, რომ არ საჭიროებენ მართვით სუნთქვას ჩვენ ამას ძალიან ხშირად ვაქცენტირებთ, მაგრამ ეს ძალიან კარგია პროგნოზის თვალსაზრისით. დღეს კიდევ 15-მდე ცხელების ცენტრის პაციენტს ჩაუტარდება კვლევა და ასევე დავამთავრებთ მედ პრესონალის ტესტირებას. დღეს მივიღეთ მძიმე პაციენტი, რომელსაც სუნთქვის უკმარისობა, სიყვითლე და პნევმონია დაუფიქსირდა. ჩვენ დავიწყეთ მისი მკურნალობა ასევე ქირურგებიც ჩაერთვნენ მის მკურნალობაში. გაკეთდება შესაბამისი გამოკვლევები და სამედიცინო მანიპულაციები", - განაცხადა ლევან გოფოძემ
დრონები ურალის და პერმს, დაესხნენ თავს სადაც ლუკოილის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მდებარეობს
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
უკრაინამ შეიმუშავა გეგმა, რომლის მიხედვითაც მოსკოვის აეროპორტები 1000 დრონის გამოყენებით სრულად იქნება პარალიზებული.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)