|
2020-05-02 10:44:52, 3794 ნახვა
ომი უკრაინაში
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდ19-ით ინფიცირებული 7 პაციენტი მოათავსეს - ერთის მდგომარეობა კრიტიკულია
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდ19-ით ინფიცირებული 7 პაციენტი მოათავსეს. საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ შვიდიდან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია. „დაგვემატა 16 დადასტურებული და ამჟამად გვყავს 582 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებული ქვეყანაში დაემატა 23 და გვყავს 207. ამ მონაცემების შეჯერებით, ამ ეტაპზე კოვიდ კლინიკებში 368 პაციენტი მკურნალობს. წყაროები უცვლელია, ამიტომ ამის დაზუსტებას არ აქვს მნიშვნელობა. გუშინ ჩვენგან გაეწერა ერთი გამოჯანმრთელებული. დაგვემატა 7 ახალი დადასტურებული შემთხვევა, აქედან ერთი არის მძიმე, კრიტიკული მდგომარეობით. ესაა მაღალი ასაკის პირი, რომელსაც თან არსებული დაავადება აქვს, მძიმე გიპერტონული დაავადებითაა. ამ ეტაპზე მდგომარეობა ჯერჯერობით ასეთი გვაქვს“, - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ. ეზუგბაიას განცხადებით, შვიდ ახალ ინფიცირებულს შორის სამი არის მოზარდი. „ამ შვიდში არის 3 მოზარდი ,მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამ ეტაპზე 13 მოზარდი გვყავს კლინიკაში. მათი მდგომარეობა კეთილსაიმედოა“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)