|
2020-05-01 18:22:27, 1426 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა - ენერგეტიკის სექტორში ერთ-ერთმა გიგანტმა იაპონურმა კომპანია TEPCO-მ საქართველოში ინვესტიცია განახორციელა
„გლობალური ეკონომიკის რეცესიაში შესვლის მიუხედავად, როცა ბიზნეს აქტივობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის შეზღუდული, ენერგეტიკის სექტორში ერთ-ერთმა გიგანტმა იაპონურმა კომპანია TEPCO-მ საქართველოში ინვესტიცია განახორციელა. ეს არის საქართველოში იაპონიის მხრიდან განხორციელებული უმსხვილესი პირდაპირი ინვესტიცია. ენერგეტიკა იყო და არის პრიორიტეტი და ტოპ-მიმზიდველი სექტორი ინვესტორებისთვის", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ სამინისტროს ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 100-წლოვანი ისტორიის მქონე უმსხვილესი იაპონური ენერგეტიკული კორპორაციის „TEPCO" – ს შვილობილი კომპანია „TEPCO Renewable Power" „დარიალი ჰესის" მეწილე გახდა. იაპონური კორპორაციის ოფიციალური რელიზის თანახმად, „TEPCO"- მ საქართველოში ინვესტირება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ქვეყანაში არსებული ხელსაყრელი და სანდო დარგობრივი პოლიტიკის სიმტკიცეში დარწმუნდა. საქართველო, ვიეტნამის შემდეგ, მეორე ლოკაციაა, სადაც „ TEPCO " ენერგეტიკის სექტორში ინვესტორის სტატუსით შემოვიდა. „საქართველოს მთავრობამ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, ასევე სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" გუნდმა ძლიერი მზაობა გამოხატეს ქვეყანაში ენერგეტიკის სექტორში კერძო ინვესტიციების განხორციელების გაძლიერებისა და განვითარების კუთხით. ასევე მოხიბლული დავრჩით საქართველოში ჩვენი კერძო პარტნიორების, სელერებისა და ყველა იმ მხარის მუშაობით, ვინც ყველანაირად მხარში გვედგა, რათა ეს ტრანზაქცია შემდგარიყო, მიუხედავად კორონავირუსით გამოწვეული შექმნილი ვითარებისა", - აღნიშნავენ კომპანიაში. აღსანიშნავია, რომ „TEPCO" - ს მფლობელობაში არსებული ენერგო სადგურების ჯამური წლიური გამომუშავება შეადგენს 220 მილიარდ კვტ.სთ-ს, რაც 17-ჯერ აღემატება საქართველოში წლიურად მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობას. კორპორაციას ფილიალები აქვს ვაშინგტონში, კოლუმბიასა და ლონდონში. მისი საქმიანობა დაკავშირებულია ენერგეტიკულ კვლევებთან და ინოვაციებთან, მათ შორის მზისა და ქარის ენერგიების გამოყენება-განვითარებასთან.
დრონები ურალის და პერმს, დაესხნენ თავს სადაც ლუკოილის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მდებარეობს
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
უკრაინამ შეიმუშავა გეგმა, რომლის მიხედვითაც მოსკოვის აეროპორტები 1000 დრონის გამოყენებით სრულად იქნება პარალიზებული.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)