|
2020-04-30 17:59:44, 1552 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოსა და ლიეტუვას პრეზიდენტებმა პანდემიის პერიოდში ეკონომიკის გახსნის მომავალ ფაზებზე ისაუბრეს
საქართველოსა და ლიეტუვას პრეზიდენტებმა პანდემიის პერიოდში ეკონომიკის გახსნის მომავალ ფაზებზე, სამომავლო სტრატეგიებზე და სოციალურ - ეკონომიკური მიმართულებების დახმარებებზე ისაუბრეს. ლიეტუვის პრეზიდენტმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს ბრძოლას კორონავირუსის წინააღმდეგ. პრეზიდენტებმა ასევე განიხილეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა და ამ მიმართულებით საქართველოს სამომავლო გეგმები. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ქართველი ხალხის მყარი არჩევანია და ამ მიმართულებით ქვეყნის განვითარებას საზოგადოების სრული მხარდაჭერა გააჩნია. საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ დღეს მსოფლიოში არსებული კრისი ევროკავშირს უფრო გააძლიერებს და საქართველოც ევროკავშირთან დაახლოების კუთხით დღეს უფრო მეტ შესაძლებლობას ხედავს. თავის მხრივ, ლიეტუვის პრეზიდენტმა ევროკავშირის ეკონომიკურ გეგმებზე ისაუბრა. აღინიშნა, რომ საერთაშორისო სოლიდარობა დღეს კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია. პრეზიდენტებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ კონფერენციაზეც ისაუბრეს. აღინიშნა, რომ მხარეები თანამშრომლობის კუთხით ახალი პარტნიორობის ფორმატებზე ფიქრობენ. სალომე ზურაბიშვილი ლიეტუველ კოლეგას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარებისა და ბორდერიზაციის პროცესთან დაკავშირებით ესაუბრა.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)