22:46 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-30 12:09:12, 1775 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოში იანვარ-მარტში 11,4 პროცენტით მეტი შენობა-ნაგებობების მშენებლობის ნებართვა გაიცა

ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2020 წლის იანვარ-მარტში გაცემულია 2285 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11,4 პროცენტით მეტი) 1537,8 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11,6 პროცენტით მეტი). 

ამის შესახებ მონაცემებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

საქსტატის მონაცემებით, ნებართვების 78,3 პროცენტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 54,9 პროცენტი ქ. თბილისზე, 10,0 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე, 6,7 პროცენტი - აჭარის ა.რ.-ის და იმერეთის რეგიონზე.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის იანვარ-მარტში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სასტუმროების, სავაჭრო ობიექტების, სამრეწველო საწარმოების,

"სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე. გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები. დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, 29,5 პროცენტი ქ. თბილისზე, 12,6 პროცენტი - კახეთის რეგიონზე, 12,2 პროცენტი - იმერეთის რეგიონზე, ხოლო 11,8 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე", - განაცხადეს საქსტატში.

აღსანიშნავია ისიც, რომ სულ, 2020 წლის იანვარ-მარტში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 419,7 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წელთან შედარებით 32,8 პროცენტით ნაკლები) 484 ობიექტი (წინა წელთან შედარებით 21,8 პროცენტით ნაკლები). 





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics