|
2020-04-28 15:54:42, 1831 ნახვა
რეგიონი
მაშველები კახეთში, მდინარე ალაზანში გაუჩინარებულ მამაკაცს ეძებენ
მაშველები კახეთში, მდინარე ალაზანში გაუჩინარებულ მამაკაცს ეძებენ. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, 80 წლის მამაკაცი მეორე დღეა გაუჩინარებულია. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლები თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკარგულ 80 წლის მამაკაცს ეძებენ. ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, მამაკაცი, რომელიც სოფლის ნახირს მწყემსავდა, მეორე დღეა, გაუჩინარებულია. დაკარგული მოქალაქის ტანსაცმელი ნაპოვნია მდინარე ალაზნის ნაპირზე. საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს როგორც წყალში, ასევე, მდინარის სანაპირო ზოლზე. მთელი ღამის განმავლობაში, ადგილზე მუშაობდნენ ადგილობრივი სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ღამის სანათი მოწყობილობის მეშვეობით განხორციელდა მდინარის ზედაპირის მონიტორინგი. 28 აპრილის დილიდან, პროცესში ჩაერთო განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სამაშველო ჯგუფი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები პერიმეტრს დრონით ათვალიერებენ. ასევე, ექოლოტის საშუალებით მიმდინარეობს წყლის ფსკერის მონიტორინგი. მდინარეში მუშაობს მყვინთავთა ჯგუფი. პარალელურ რეჟიმში გრძელდება მდინარის ნაპირის დათვალიერება. ადგილზე, სახანძრო-სამაშველო ჯგუფებთან ერთად მუშაობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები. მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური“, - აცხადებენ უწყებაში.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)