|
2020-04-28 13:45:52, 13364 ნახვა
ომი უკრაინაში
რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული მძიმე პაციენტი გამოჯანმრთელდა
რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული მძიმე პაციენტი გამოჯანმრთელდა, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თეა თავართქილაძემ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნულ პაციენტს ონკოლოგიური დაავადებაც ჰქონდა. „მინდა გითხრათ რომ ოთხი გამოჯანმრთელებული პაციენტი გვყავს, მათ შორის სამი დღეს დატოვებს კლინიკას. მათ შორის ერთი პაციენტის მდგომარეობა იყო ძალიან მძიმე. მას ჰქონდა ონკოჰემატოლოგიური დაავადება. მისი მდგომაროება იყო უკიდურესად მძიმე და ის კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა“, - განაცხადა თეა თავართქილაძემ. აღსანიშნავია ისიც, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში კოვიდ19-ით ინფიცირებული ერთი პირის მდგომარეობა საყურადღებო რჩება. „დღეს ჩვენთან გადმოიყვანეს კორონავირუსით ინფიცირებული ორი და გუშინ სამი პაციენტი. ამ ეტაპზე ერთის მდგომარეობა რჩება საყურადღებო. სხვა ყველა პაციენტი იმყოფება სპონტანურ სუნთქვაზე და მათი მდგომარეობა სტაბილურია. 14 პაციენტის კვლევის შედეგს ველოდებით“, - განაცხადა თეა თავართქილაძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)