12:30 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-27 15:25:43, 1499 ნახვა

კომენტარი
ირაკლი სესიაშვილი ვანო მერაბიშვილის ტელეინტერვიუზე - გუშინ ჩვენ მოვუსმინეთ სააკაშვილის კლასტერის მთავარ ხერხემალს

 „გუშინ ჩვენ მოვუსმინეთ სააკაშვილის კლასტერის მთავარ ხერხემალს. ბატონი მერაბიშვილი აბსოლუტურად უტიფრობით გვიმტკიცებდა და გვეუბნებოდა, რომ მათ ხელისუფლებას და მას პირადად არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია“, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ის მკვლელობები, დარბევები, წამება, არაადამიანური მოპყრობა, ბიზნესის წართმევა - ეს მათთვის ყოფილა მხოლოდ და მხოლოდ ოჯახის დისკომფორტი, სპეცრაზმების მოუმზადებლობა“.

ის მკვლელობები, დარბევები, წამება, არაადამიანური მოპყრობა, ბიზნესის წართმევა - ეს მათთვის ყოფილა მხოლოდ და მხოლოდ ოჯახის დისკომფორტი, სპეცრაზმების მოუმზადებლობა. მეტიც, იქამდეც კი მივიდნენ, რომ თურმე  ოპოზიცია დგამდა წამების სცენებს ციხეებში", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

მისივე შეფასებით, გუშინდელი ინტერვიუ არ იყო დანაშაულისგან თავის არიდების მცდელობა, არამედ ეს არის მათი ჩვეულებრივი პოლიტიკური სტრატეგია და ხედვა.

„თეორიულად რომ დავუშვათ და ხელისუფლებაში მოვიდნენ, ამ ხალხმა მერაბიშვილის სახით გვითხრა, რომ ჩვეულებრივად გააგრძელებენ ისევე ცხოვრებას იმიტომ, რომ არ თვლიდნენ, რომ ეს ყველაფერი დანაშაულია და შემდგომ ამ ყველაფერს დააბრალებენ  სხვას.  ეს არის მათი რეალური დამოკიდებულება ქვეყნის, ხალხის და იმ ათასობით ადამიანის მიმართ, რომლებიც აწამეს და არაადამიანურ პირობებში ამყოფეს", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics