|
2020-04-24 19:24:07, 1664 ნახვა
რეგიონი
სოციალური აქცია შუახევში
მოქალაქეთა და კერძო კომპანიების ინიციატივითა და ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით განვაგრძობთ შუახევში მცხოვრები ოჯახების დახმარებას. მორიგ სოციალურ კამპანიას შემოუერთდა შპს ,,მშენებელი+“-ს დამფუძნებელი ზაურ გოგიტიძე, რომელმაც მუნიციპალიტეტს 150 ოჯახისთვის პირველადი მოხმარების პროდუქტი გადასცა. ,,მნიშვნელოვანია კერძო სექტორის მხარდაჭერა და აქტიური ჩართულობა კორონავირუსთან ბრძოლაში, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მათგანს, მათ შორის კომპანია ,,მშენებელი+“-ს, რომლის მხარდაჭერით ოლადაურის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადავეცით პირველადი მოხმარების პროდუქტი. საქველმოქმედო აქცია მომდევნო დღეებში გაგრძელდება და მოიცავს დღვანისა და შუბნის თემების სოფლებს. ამ ეტაპზე კერძო სექტორის დახმარებით შუახევში 800-მდე შეჭირვებულ ოჯახს გაეწია დახმარება“-აღნიშნა ფრიდონ ფუტკარაძემ. აქვე მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, გამოიჩინეთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, გაუფრთხილდით საკუთარ და სხვა ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით მერიის ცხელ ხაზზე:-08 000 000 08; 577 20 22 54; 593 33 06 67.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)