|
2020-04-23 21:08:57, 1616 ნახვა
კომენტარი
თენგიზ ცერცვაძემ სამხედრო ჰოსპიტალის მუშაობას უმაღლესი შეფასება მისცა
გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ესტუმრა. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით საქართველოში კორონავირუსის საკითხზე შექმნილი კლინიკური კონტროლის ჯგუფის ხელმძღვანელი საკარანტინე ზონაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მათი მკურნალობის პროტოკოლს გაეცნო. სამხედრო ჰოსპიტალის ხელმძღვანელობასთან და სამედიცინო პერსონალთან გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს. კლინიკური კონტროლის ჯგუფის ხელმძღვანელმა სამხედრო ჰოსპიტალის მუშაობა უმაღლეს დონეზე შეაფასა. როგორც მან აღნიშნა, კლინიკაში არაერთი ინოვაციური მიდგომა აღმოაჩინა, მათ შორის კი განსაკუთრებით ხაზი გაუსვა ჰოსპიტალის მიერ კომორბიდული, ანუ კორონავირუსის თანმხლები დაავადებების მართვის ჯგუფის შექმნის ინიციტივას, რომლის დანერგვასაც ის „კოვიდის“ ყველა კლინიკაში აპირებს. კორონავირუსის თანმდევი დაავადებების მართვის ჯგუფი თანმდევი დაავადებებით გამოწვეულ ნებისმიერი სახის გართულების პრევენციას ისახავს მიზნად. თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ეს იქნება ახალი სიტყვა და წინგადადგმული ნაბიჯი ამ დაავადების მკურნალობაში.
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)