|
2020-04-23 14:43:33, 1690 ნახვა
რეგიონი
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში საკარანტინე პირობები დაწესდა
გადაადგილების მკაცრ შეზღუდვას თავდაცვის ძალები სამართალდამცავებთან ერთად აკონტროლებენ. ეპიდემიის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის სამოქმედო არეალი იმერეთის რეგიონში კიდევ უფრო გაიზარდა. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. საკონტროლო პუნქტები დღეს დილიდან მოეწყო. III ქვეითი ბრიგადის სამხედროებმა სამართალდამცავებთან ერთად ღვანკითში გადაადგილების შეზღუდვის 5 პუნქტი მოაწყვეს. სამხედროების მთავარი ამოცანა შსს-ს ძალებთან კოორდინაციით ავტომანქანების მოძრაობის კონტროლია. სოფელში შესვლა დღეიდან მხოლოდ პირველი დანიშნულების ავტომანქანებს შეუძლია. ძირითად საგუშაგოზე სამხედროები ავტომანქანების დეკონტამინაციასა და მგზავრთა თერმოსკრინინგსაც ატარებენ. კორონავირუსის გავრცელების პრევენციულ ღონისძიებებში თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობა სამოქმედო არეალში აქტიურადაა ჩართული. დღეის მდგომარეობით სარდლობის ქვედანაყოფები 46 ჩექპოინტზეა მობილიზებული.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)